|
2022-02-25 10:37:30, 660 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა რუს საოკუპაციო ძალებს რამდენიმე მიმართულებით თავგანწირვით ებრძვის
უკრაინის შეიარაღებული ძალები ივანკოვისა და დიმერის მიდამოებში იბრძვიან და მდინარე ტეტერევის გადასახვევთან შეაჩერეს მტრის ძალები. - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქის გვერდი იუწყება. „დღეს ღამით თავდაცვის ძალებმა გააგრძელეს წინააღმდეგობის გაწევა რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი შემტევი ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, მტერმა კროპივნიცკის რაიონში მდებარე ქვედანაყოფებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან მტრის ძალებთან JFO ზონაში და სევერსკის, სლობოჟანსკის, ტაურიდის მიმართულებებში. - ამის შესახებ ფეისბუქზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები თავგანწირვით ატარებენ თავდაცვით საბრძოლო მოქმედებებს უმაღლესი მტრის ძალებით 4 მიმართულებით - სევერსკი, სლობოჟანსკი, ტავრიჩესკი და OOS. "ჩვენი მეომრები ძლიერები, მოტივირებულები და ურღვევია. ჩვენი ერი ასევე ძლიერია ერთობაში! გამარჯვება ჩვენი იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა მალიარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)