|
2022-02-25 02:23:58, 744 ნახვა
მსოფლიო
ჰოსტომელის აეროპორტი უკრაინის ძალებმა აიღეს, ოკუპანტები მიმოიფანტნენ
დედაქალაქ კიევის სიახლოვეს მდებარე „ჰოსტომელის“ აეროპორტი უკრაინის შეიარაღებულმა დანაყოფებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით იტყობინება. „ჰოსტომელი“ პირველი დიდი გამარჯვება! ერთი საათის წინ ჩვენმა მედესანტეებმა ვერტმფრენებით დაამუშავეს აეროდრომი „ჰოსტომელი“. შემდეგ დაეშვნენ და აეროდრომი მტრისგან გაწმინდეს“, – დაწერა გერაშენკომ „ფეისბუქზე“. მისი თქმით, რუსი მედესანტეები „მიმდებარე ტყეებსა და მინდვრებში მიმოიფანტნენ“. "რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს დანებებას სთავაზობდა. გაშვებულ იქნენ *ლეზე!"- წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო FACEBOOK-ზე. "ამის შემდეგ დაიწყო საარტილერიო დარტყმა. დაიღუპა 13 უკრაინელი მესაზღვრე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)