|
2022-02-24 23:54:51, 531 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები „მაგიდაზეა“
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ პირდაპირი სანქციები ჯერ კიდევ „მაგიდაზეა“. მან აღნიშნა, რომ დღეს, თეთრ სახლში მის გამოცხადებული სანქციები ნამდვილია და „ბლეფი არ არის“. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსულ ბანკებზე სანქციები ამავე ქვეყნის SWIFT-დან გაგდების თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანიც იყოს. ჯო ბაიდენმა ასევე, ჟურნალისტის ერთ-ერთ შეკითხვასაც უპასუხა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაც სურს, რის გამოც დაწესებული სანქციებით მოქმედება უფრო მეტად მნიშვნელოვანია. „ეს არ არის ბლეფი. ისინი ნამდვილად მაგიდაზეა. სანქციები, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ ყველა მათ ბანკზე, თანაბარი შედეგისაა, შესაძლოა უფრო მეტი შედეგის, ვიდრე SWIFT.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)