|
2022-02-24 21:43:08, 821 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - ბიზნესპარტნიორებმა რუსეთი SWIFT-იდან არ უნდა გამოაგდონ
ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთის მთავარსარდალმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პარტნიორებმა საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-იდან არ უნდა გააგდონ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ რუსეთი ამ ეკონომიკური სისტემის ნაწილია, იგი არ აპირებს, SWIFT-ს რაიმე ზიანი მიაყენოს. მან ასევე, უკრაინაში შეჭრას „იძულებითი ზომა" უწოდა. „მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის წინაშე არ უნდა დააყენონ ამოცანა, რომ გაგავაგდონ ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიზეზების გამოც, შეზღუდვები იქნება. ის რაც ახლა ხდება იძულებითი ზომაა. უბრალოდ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, სხვაგვარად მოვქცეულიყავით. უსაფრთხოების სფეროში ისეთი რისკები შეგვიქმნეს, რომ სხვა საშუალებებით რეაგირებას უბრალოდ ვერ შევძლებდით. ყველა მცდელობა ნულოვანი იყო. სიმართლე ვთქვა, გაკვირვებულიც ვარ. არც ერთი მიმართულებით მილიმეტრითაც ვერ დავიძარით. ეს აუცილებელი ზომაა, რადგან ისეთი რისკების შექმნა შეეძლოთ ჩვენთვის, რომ გაუგებარი იყო ჩვენი ქვეყნის შემდგომი არსებობა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)