|
2022-02-24 14:32:13, 643 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარიუპოლისა და სჩასტიეს ქალაქებზე სრული კონტროლი დაიბრუნეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფრომაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარიუპოლსა და სჩასტიეს ქალაქებზე სრული კონტროლი დაიბრუნეს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხარკოვის მახლობლად ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა არანაკლებ 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით ერთჯერადი ჯავშანმანქანა "უკრაინის თავდაცვის ძალები რუსი აგრესორის შეტევას ახორციელებენ. ჩერნიგივის რაიონში მოწინააღმდეგე გავაჩერეთ. მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართება უშუალოდ ხარკოვში და გაერთიანებული ძალების მოქმედების არეალში. ხარკოვის მახლობლად გზაზე ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა. ჩვენი სამხედრო ძალებით, მარიუპოლსა და სჩასტიეზე ქალაქებზე სრული კონტროლი დავიბრუნეთ. განადგურდა არანაკლებ 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და ათობით ერთჯერადი ჯავშანმანქანა. სჩასტას ზონაში 50-მდე რუსი ოკუპანტი მოვკალით. უშუალოდ ხერსონში ვითარება გართულებულია, უკრაინის თავდაცვის ძალები ცდილობდნენ აგრესორისთან გამკლავებას. ერთად გავიმარჯვოთ!,"- წერია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)