15:21 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 14:03:22, 596 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ უკრაინაში ომის დაწყების საკითხზე პარლამენტში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების საკითხზე პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს მთავარია ომის და მისი ფართო ესკალაციის შეჩერება. 

„არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს. ვაპირებ შევხდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება, მისი ფართო ესკალაციის შეჩერება და დღეს, ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics