|
2022-02-24 13:24:55, 656 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 2008-ში სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს შემოჭრისთვის საბაბი არ სჭირდებოდა
მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარეო მოვლენებს სასამართლო სხდომაზე ეხმაურება. საააკშვილის თქმით, 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო და სქართველოზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. „მე მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, უკრაინელები არასდროს დანებდებიან და მსოფლიო რუსეთს დასჯის. „ რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ჩვენ ყველა და გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დასჯის მას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს დამთავრდება მათი გაუქმებით და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით. უკრაინელები არასდროს დავნებდებით. ამას ვამბობ, რადგან უკრაინის პასპორტი მაქვს და ჩემი ცხოვრების, თითქმის, 20 წელი ამ ქვეყანაში მაქვს გატარებული. არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)