14:05 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 09:41:06, 1747 ნახვა

მსოფლიო
CNN - ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას გეგმავს

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის,  ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას CNN-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი უდასტურებს.

ოფიციალურმა პირმა დეტალების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ცნობილია, რომ აშშ ფინანსური სანქციების გამოყენებას აპირებს, რითიც სურს, რუსეთს შეუწყდეს წვდომა კრიტიკულ დასავლურ ტექნოლოგიებზე, რაც რუსულ ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. 

გარდა ბანკებისა, სანქციები შეეხებათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის დამატებით წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს. 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციების საკითხზე ხვალ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებთან და მოკავშირეებთან ერთად იმსჯელებენ. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics