|
2022-02-23 19:46:20, 821 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - აშშ-მ ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება მტკიცედ წარმოაჩინა
„ქართველებმა, ისევე, როგორც უკრაინელებმა აირჩიეს გზა ევროატლანტიკური ინტერგაციისკენ. აშშ-მ მტკიცედ და ნათლად წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ახლა, როგორც არასდროს, აშშ ქართველი ხალხის გვერდით იდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ მომავლისთვის, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, დაცული და აყვავებული საქართველოსთვის, რომელიც ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულად არის ინტეგრირებული. კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე მუშაობენ. „ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად - როგორც ორმხრივად, ასევე, მრავალმხრივ“, - დასძინა აშშ-ის დიპლომატმა. „ვასრულებ ვაშინგტონში წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების კვირას და თბილისში ამ კვირის ბოლოს დავბრუნდები. ვაშინგტონში ყოფნის განმავლობაში შევხვდი კოლეგებს სახლემწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან და კონგრესიდან. გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრა ამერიკა-საქართველოს ბისზნესსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა უწყებებთან საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის საკითხზე. უამრავი განსახილველი საკითხი გვქონდა და შერჩეული დროც კარგი იყო რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. მსურს გაგიზიაროთ ვაშინგტონში მიღებული ინფორმაცია უსაფრთხოების კრიზისზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა გამოიწვია. პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი მუშაობენ მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის გზებზე. ეს აშშ-ს მთავარ პრიორიტეტებად რჩება. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ უარესისთვისაც უნდა ვიყოთ მზად - როგორც ორმხრივად, ასევე, მრავალმხრივ. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. ეს მოიცავს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, ინფორმაციის სხვადასხვა არხების მეშვეობით გაზიარებას, რომელსაც მე გავარძელებ, როდესაც თბილისში დავბრუნდები, ისე, როგორც ვაკეთებდი მანამ, სანამ ვაშინგტონში გავემგზავრებოდი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)