|
2022-02-23 13:03:25, 840 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და არ წავიდნენ ამ ქვეყანაში. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი რუსული აგრესიის გაძლიერების ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ, რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მოგზაურობისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვონ მისი ტერიტორია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)