|
2022-02-23 12:15:40, 720 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - ყოველთვის ღია ვართ პირდაპირი დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის ინტერესები ჩვენთვის უპირობოა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსებს „სამშობლოს დაცვის დღე“ მიულოცა და საერთაშორისო ვითარებაზე ისაუბრა. „ჩვენ ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო ვითარება, რა საფრთხეებია სავსე არსებული გამოწვევებით, როგორიცაა შეიარაღების კონტროლის სისტემის შესუსტება ან ნატო-ს ბლოკის სამხედრო აქტივობა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას. „ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღიაა პირდაპირი და გულწრფელი დიალოგისთვის, ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიური გადაჭრის გზის გამოსაძებნად, მაგრამ ვიმეორებ: რუსეთის ინტერესები, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირობოა, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ არმიისა და საზღვაო ფლოტის განვითარებას და გაუმჯობესებას“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)