15:39 - 26 Jul, 2026
|
2022-02-23 12:06:04, 824 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ვიცე-კანცლერი არ გამორიცხავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი მთლიანად შეჩერდეს
რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტი შეიძლება მთლიანად შეჩერდეს. აღნიშულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა ტელეარხ ARD-ის ეთერში განაცხადა. „ეს შეიძლება მოხდეს. დღევანდელი ღონისძიება [„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების შეჩერება] არ არის ვიწრო და მკაცრი გაგებით სანქცია. ჩვენ კოორდინაციას ვაწარმოებთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან“, - განაცხადა მინისტრმა. მანამდე, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ, კანცლერის სახელით, გამოითხოვა ფედერალური ქსელის სააგენტოს ანგარიში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ, რომლის საფუძველზეც, ფედერალური ქსელის სააგენტომ გაზსადენის სერტიფიცირების შეწყვეტა მოახდინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)