|
2022-02-23 10:18:32, 812 ნახვა
მსოფლიო
რუსეთს სანქციები კანადამ და იაპონიამაც დაუწესა
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შემდეგ, რუსეთს სანქციებს კანადა და იაპონიაც უწესებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. იაპონიის მთავრობის განცხადებით, აიკრძალება ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ. „რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ. რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპი გამოაცხადა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, რუსეთმა დასავლეთისგან სანქციების პირველი ეტაპი უკვე მიიღო. მოსკოვს სანქციები დაუწესა აშშ-მა და ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ კი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ლიცენზია შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)