15:39 - 26 Jul, 2026
|
2022-02-23 10:15:47, 813 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრო კულება - დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენონ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესიის გამო. „მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად,“- აღნიშნა კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე საუბრისას, დიმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს „ამ აბსურდს“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)