15:39 - 26 Jul, 2026
|
2022-02-23 10:02:12, 973 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ 24 თებერვალს სერგეი ლავროვს აღარ შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს აღარ შეხვდება. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რუსეთი უკრაინაში შეჭრას იწყებს, მან უარყო დიპლომატიური გზები, რის გამოც, ჟენევაში ჩანიშნული შეხვედრის გამართვას აზრი აღარ აქვს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა 24 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)