|
2022-02-22 22:35:33, 1013 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატოს წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ სახსრებს, რათა დაეხმარონ უკრაინას თავის დაცვაში
რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა. - ამის შესახებ, ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მან მაღალი შეფასება გამოთქვა უკრაინის თავშეკავებულობაზე, რომელიც არ პასუხობს რუსეთის განმეორებით პროვოკაციებს. "ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მათ მთავრობას. წევრი ქვეყნები გაერთიანებულნი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით და წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ სახსრებს, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში, ასევე მდგრადი ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)