|
2022-02-22 22:10:34, 821 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო, სანქციბი დაუწესა
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ევროკავშირისგან საპასუხოდ შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ზომები მოჰყვა. ალიანსმა რუსეთის დუმის წევრებს, ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა შავ სიაში შეიყვანა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომელმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას ხმა მისცეს. ამასთან ერთად, ალიანსმა სანქციები დაუწესდა იმ 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციები დააფინანსეს. სანქციები, რომლებიც მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს, რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრზე გავრცელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. „სანქციების ეს პაკეტი, რომელიც ერთხმად დაამტკიცა ყველა წევრმა ქვეყანამ, ძალიან დააზარალებს რუსეთს", - აღნიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში უმაღლესი წარმომადგენელმა. მიუხედავად ამისა, ბორელმა დასძინა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად ევროკავშირი კვლავ მზადაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)