|
2022-02-22 20:08:06, 715 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში იმპერიის აღდგენას აპირებს, ტყუილია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის დროს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში იმპერიის აღდგენას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. „ახლავე მინდა ვთქვა, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარა და მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს ჩვენი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ ყველა ქვეყანასთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. უმწვავეს სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვცდილობდით, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები მიგვეღო“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)