|
2022-02-22 18:12:15, 626 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციბზე დღეს იმსჯელებს - რა სანქციებს უმზადებს EU რუსეთს
დღეს, 22 თებერვალს ევროკავშირი რუსეთის მიმართ დასაწესებელ სანქციბზე იმსჯელებს. EU ავრცელებს იმ სფეროების ჩამონათვალს რა მიმართულებითაც სურს, დაუწესოს რუსეთს სანქციები. აღნიშნული სანქციების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი. სანქციების პაკეტი შეეხება:
ამავე განცხადებაში, ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მიუღებელი და უკანონო უწოდეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)