|
2022-02-22 12:21:35, 534 ნახვა
მსოფლიო
ანდრიუს კუბილიუსი - ევროპაში სხვა ერების მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება
ევროპის კონტინენტზე სხვა ერების მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით "ტვიტერზე" წერს. "ევროპის კონტინენტზე ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება სხვა ერების მიმართ: პუტინის გუშინდელი გამოსვლა და მოქმედება ამის გამოხატულებაა. სამწუხაროა, რომ რუს ხალხს ამის გადატანა მოუწევს. მათი მომავალი პუტინის ფაშიზმმა არსებითად გაანადგურა. " - წერს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ტვიტერზე". შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)