17:13 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 11:48:06, 616 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - ნატო-მ და აშშ-მა ვერ აითვისეს გაკვეთილი, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ასწავლა

ნატო-მ და აშშ-მა ცუდად აითვისეს გაკვეთილი, რომელიც რუსეთმა ასწავლა მათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

„2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რთული გადაწყვეტილების მიღება მომწია. სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით, რუსეთი დახეხმარა ასობით ათას ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში და მან გაკვეთილი ასწავლა ნატო-ს, აშშ-ს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. თუმცა, ნატო-ში ეს ცუდად აითვისეს და განაგრძეს ცინიკურად და უცერემონიოდ რუსეთის საზღვრებთან მიახლოვება, ალიანსის პოტენციური წევრების წრის გაფართოებით“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

„მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics