|
2022-02-21 17:13:11, 715 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს - ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა
„ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკიმ განახცადა. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა. „ოკუპირებული ტერიტორიების ორივე მხარეს მყოფ საზოგადოებასთან და ხალხთან „თამაში“ უპასუხისმგებლობაა. დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას. ეს თქვენს ხელშია. ჩვენ მაგიდასთან ვსხედვართ ყოველ წუთსა და საათს. გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. თავდასხმები და ძალადობრივი კონფლიქტები, რაც ჩვენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ვიხილეთ, ნამდვილად საგანგაშოა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა და ადამიანების სიცოცხლე მაღალი საფრთხის ქვეშაა, რადგან წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)