|
2022-02-21 15:25:59, 683 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ექიმის 24-საათიან ყოფნას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას ითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღრულების მე-12 დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას ითხოვს. როგორც ექს-პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ითხოვს, რომ მასთან დაუშვან კონკრეტული ექიმები, მათ შორის, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან. „ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები. ასევე დაუშვან უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით. უკრაინისთვის ამ რთულ დროს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონახა დრო, რომ დაევალებინა ამ კონსილიუმის შექმნა. კონსილიუმი შექმნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს ჩემთან დაშვება. აღარ ვსაუბრობ ნიკა ყიფშიძეზე, რომელიც ნიუ იორკიდან სპეციალურად ჩამოვიდა, უკვე მეხუთე თვეა თბილისში ზის ერთგულად და მასაც არ უშვებენ. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას და ასევე, ვითხოვ, მეთორმეტე დაწესებულებაში ექიმის 24-საათიანი ყოფნის აღდგენას და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)