|
2022-02-21 15:06:41, 611 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც ხდება ჩემ მიმართ, არის დაგეგმილი მკვლელობისა და ინვალიდიზაციის პროცესი
ის, რაც ხდება ჩემ მიმართ, არის ჩვეულებრივი დაგეგმილი ინვალიდიზაციისა და მკვლელობის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ არჩევანის გაკეთების საკითხია ე.წ სისტემის მიმართ, თუ როგორ ეპყრობა ის მოქალაქეებს. „ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ხდება ჩემ მიმართ, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)