17:17 - 26 Jul, 2026
|
2022-02-21 10:17:14, 1028 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს, დაშავებულია 1 უკრაინელი სამხედრო
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. უკრაინული მედიის ცნობით, 80-დან 72 შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით იყო გახსნლი. „გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 თებერვალს, დაფიქსირდა 80 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების იერ, რომელთაგან 72 იყო მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით", - აცხადებენ შტაბაში. მათივე ცნობით, სროლის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო, რის გამოც, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამჟამად, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)