|
2022-02-20 21:47:18, 1542 ნახვა
მსოფლიო
CBS - აშშ-ს დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსი მეთაურების მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანების შესახებ
რუს სამხედრო მეთაურებს უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება მიეცათ, აშშ-ს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ცნობას ტელეკომპანია CBS - ი ავრცელებს. არხის ცნობით, ახლა რუსეთის სამხედრო სარდლობა ბრძოლის ველზე მოქმედების გეგმას ავითარებს. არხის კორესპონდენტი ასევე ირწმუნება, რომ შეჭრა შესაძლოა კიევზე თავდასხმით დაიწყოს, გარდა ამისა, მოსკოვი უკრაინაზე კიბერშეტევების განხორციელებას გეგმავს. CBS-ი არ აკონკრეტებს, საიდან მიიღო ინფორმაცია უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანების შესახებ. რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან განალაგა, იტყობინება დასავლური მედიის ცნობით, ადგილობრივ ძალებთან ერთობლივი წვრთნებისთვი დაახლოებით 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ბელორუსიაში იმყოფებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)