|
2022-02-20 13:57:19, 1082 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - პუტინი უკრაინაზე არ შეჩერდება, მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის ხელახლა გაერთიანებას ცდილობს და იგი „უკრაინაზე არ შეჩერდება“. მან მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ომისთვის მომზადება უკვე საჭიროა. „ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. რუსეთმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან სერიოზულები დიპლომატიის მიმართ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა. ლიზ ტრასის სიტყვით, დასავლეთს მოსკოვის შეჩერება სჭირდება, ვინაიდან პუტინი შეეცდება „დრო შუა 1990-იანი წლებში ან უფრო უკან დააბრუნოს“ და შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიის სერბეთისა და ალბანეთის ანექსიაც მოახდინოს. ამბავს The Guardian იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)