18:52 - 26 Jul, 2026
|
2022-02-20 11:08:39, 842 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება. იგი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს. ,,სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოჯისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე",-აღნიშნავს კირილ პეტკოვი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)