18:53 - 26 Jul, 2026
|
2022-02-19 11:13:21, 739 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა დონეცკის მოსახლეობას - თავი შეიკავეთ გადაადგილებისგან, რადგან რუსეთმა ობიექტები დანაღმა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს. - ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ Twitter-ზე გაავრცელა. უწყების ცნობით, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დანაღმვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა. „ეს მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ქმნის საფუძველს უკრაინის ტერორისტულ თავდასხმებში დადანაშაულებისთვის. - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)