|
2022-02-19 10:53:13, 753 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა რეზერვში მყოფი მოქალაქეები სამხედრო წვრთნებზე გამოიძახა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს. რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში", - ნათქვამია დოკუმენტში. ბრძანების თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალა უზრუნველყოს სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების შესახებ განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)