|
2022-02-18 18:22:24, 775 ნახვა
პოლიტიკა
დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა
თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო, რუსეთში. აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა. მისი თქმით, „ევაკუაციას პირველ რიგში ქალები, ბავშვები და მოხუცები ექვემდებარებიან“. „ევაკუირებულები უზრუნველყოფნილნი იქნებიან ყველა საჭირო ნივთით. ყველა პირობაა შექმნილი საგუშაგოებზე სწრაფი გადასვლისთვის. გთხოვთ, მოისმინოთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. დროებით გამგზავრება გადაარჩენს თქვენს და თქვენი ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას’, - ხაზგასმით აღნიშნა მან. ბოევიკების „ტერიტორიული თავდაცვის“ შტაბს ევაკუაციისთვის ტრანსპორტის უზრუნველყოფა დაევალა. დენის პუშლინმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში „სამხედროებს მისცემს ბრძანებას“ დაიწყოს შეტევა დონბასში და შეიჭრას დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „საბრძოლო ფორმირებებში არიან და მზად არიან, დონბასის ძალადობრივად აღებისთვის“. მანვე დასძინა, რომ სამხედრო ოპერაციების წარმართვის გამოცდილების მქონე, მუდმივი საბრძოლოები მზადყოფნაში არიან და სრულად შეუძლიათ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვა.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)