|
2022-02-18 10:44:54, 724 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. რეზოლუცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთის აგრესიას უკრაინის საზღვართან გმობს . „კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, - განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა, რომელმაც, სენატორ ჯინ შაჰინთან და სხვა სენატორებთან ერთად, დოკუმენტი სენატს წარუდგინა. მიღებული რეზოლუცია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, აშშ-ის მთავრობას დაავალოს, გამოიყენოს ყველა არსებული ინსტრუმენტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების დასაკისრებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იქნას გაგებული, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეყვანის ნებართვა. სენატორები აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია დამოუკიდებლად, კონგრესის ქმედებების მიუხედავად, დააწესოს სანქციები. „კითხვა მდგომარეობს არა იმაში, ვუპასუხებთ თუ არა პუტინს, არამედ - როგორ ვუპასუხებთ მას“ , - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)