20:15 - 26 Jul, 2026
|
2022-02-18 10:26:26, 900 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი - ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება
ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრის, სერგეი ლავროვის მოწვევა მიიღო და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალი კვირის ბოლოს მას შეხვდეს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, შეხვედრა იმ პირობით შედგება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. როგორც სახელმწიფი დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, თუ რუსეთი უახლოეს დღეებში თავს დაესხმება უკრაინას, ცხადი გახდება, რომ ის არასდროს იყო სერიოზულად განწყობილი დიპლომატიის მიმართ. ცნობისთვის, უკრაინის გარშემო მიმდინარე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ერთ-ერთ სოფელში ცეცხლი ორჯერ გახსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)