13:35 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 15:18:07, 582 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდა. 

„შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics