|
2022-02-17 12:43:43, 575 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფრიძისთვის მანდატის გაუქმება არის პოლიტიკური რეპრესიების ძალიან აშკარა და ღია მაგალითი
ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა არის პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების და მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან აშკარა მაგალითი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, უმრავლესობის გადაწყვეტილება, ჩამოერთვათ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატი, პოლიტიკური ანგარიშსწორების დადასტურებაა. „არ შემიძლია გუშინდელი ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებას არ გავუსვა ხაზი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, რომ ბადრი ჯაფარიძეს ეღიარებინა დანაშაული, მაშინ მას არ შეუწყდებოდა მანდატი. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი ძალიან აშკარა და ღია მაგალითი, იმიტომ რომ, წარმოუდგენელია ასეთი მტკიცებულება წარმოადგინოს პარტიის ლიდერმა, როდესაც პირდაპირ და ღიად ამბობს ამას ჩვენი კოლეგის მიმართ. სამწუხაროა, რომ ყველამ ერთად დაადასტურეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხმა მიეცით ბატონი ბადრისთვის მანდატის ჩამორთმევას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)