|
2022-02-16 13:22:03, 668 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - რუსთავის შუალედური არჩევნების გზით ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება არ მოხდება
რუსთავის საზოგადოებამ კარგად იცის რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით განაცხადა. „სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას. ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაშია ბრალდებული, რაც ფაქტებით დადასტურდა. მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის პარლამენტმა , ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება გუშინ შეუწყვიტა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი ჯაფარიძისთვის სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გახდა. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)