12:41 - 17 Aug, 2026
|
2022-02-16 10:10:39, 683 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირში რუსეთის ელჩი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება
ევროკავშირში რუსეთის ელჩმა, ვლადიმერ ჩიჟოვმა უარყო ვარაუდები, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს. აღნიშნულის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა. „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არ იქნება ესკალაცია არც მომდევნო კვირაში, არც იმის შემდეგში და არც მომავალ თვეში. ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს“, - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, The New York Times-ი აშშ-ის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მოსკოვი მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, 16 თებერვალს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღად განიხილავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)