|
2022-02-15 19:46:22, 1255 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გვყავს
„სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეეწყვიტა. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ამოძრავებს არის ძალაუფლება, რომელიც პირადი კეთილდღეობის შენარჩუნებაში ეხმარებათ. „უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი. ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით!“, - წერს „ფეისბუკ“-ზე მამუკა ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)