|
2022-02-15 18:26:31, 820 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. დეპუტატ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 კი, წინააღმდეგ წავიდა. ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 77-მა დაუჭირა მხარი, 9 კი, წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, 38 წავიდა. ცნობისთვის, ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ბადრი ჯაფარიძისთვის კი, მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)