|
2022-02-15 17:54:56, 1095 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის მიმართ განხორციელებული თავდასხებით არ შემოიფარგლება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის შეფასებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის მიმართ განხორციელებული თავდასხებით არ შემოიფარგლება. მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული, მსგავსი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს გარშემო, უფრო მეტი აგრესორები ვიხილოთ, რომლებიც თავიანთი ამბიციების გაფართოებას შეეცდებიან. „ეს რუსეთის მეზოებელი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართ განხორციელებული თავდასხმა მცდელობა იმისა, რომ ნატო-ს ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს. უკრაინაში შეჭრა ევროპის უსაფრთხოებას ძირს ძალიან გამოუთხრის. აღნიშნულის გამო, არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს გარშემო, უფრო მეტი აგრესორები ვიხილოთ, რომლებიც თავიანთი ამბიციების გაფართოებას შეეცდებიან. ახლა ძალიან სახიფათო დროა“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ამბავს CNN News იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)