|
2022-02-15 16:02:34, 1605 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს, დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის სარგებელზე ესაუბრნენ
სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დღეს დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოებასა და სარგებელზე ესაუბრნენ. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ასევე ინფორმაცია ვაქცინაციის წახალისების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები: 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამტს მიიღებს, ხოლო "ბუსტერ" დოზით აცრას შემთხვევაში, ერრჯერადად 100 ლარიან დანამატს. აღნიშნული აქცია თებერვლის თვის ბოლომდე გრძელდება. საინფორმაციო შეხვედრის ბოლოს, მსურველები ამბულატორიაში სასურველი ვაქცინით აიცრნენ. აჭარაში ამ დროისთვის სულ 323 841 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)