|
2022-02-15 16:00:14, 968 ნახვა
მსოფლიო
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარდაჭერის მიზნით, უკრაინას ეწვევიან
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინაში ჩასასვლელად ემზადებიან. ვიზიტში სავარაუდოდ, მონაწილეობას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. „ჩვენ წინასწარ მოვილაპარაკეთ ჩვენ კოლეგებთან ბალტიის ქვეყნებიდან და ჯერჯერობით დადასტურდა უახლოეს ხანში ჩვენი შესაძლო ვიზიტი", - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავს ერთობლივ ვიზიტის დასავლეთის ქვეყნების სხვა მინისტრებიც თუ შეუერთდებიან, რუსეთის მიმართ "ძალიან ძლიერი სიგნალი" იქნებოდა იქნებოდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშვნით, ამგვარი "პოლიტიკური ფარი" დასავლეთს დროის მოგების საშუალებას მისცემდა და თუკი, კრემლი მართლაც გეგმავს უკრაინაში შეჭრას, რუსეთის თავდასხმის გადადებაც მოხერხდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)