23:06 - 26 Jul, 2026
|
2022-02-15 14:57:25, 1216 ნახვა
მსოფლიო
დმიტრი კულება - როცა დავინახავთ რუსეთის ჯარების გაყვანას, მერე დავიჯერებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საზღვართან განლაგებული რუსი სამხედროების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ „როცა დაინახავენ, მაშინ დაიჯერებენ". UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, კულებამ ამის შესახებ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა . „რუსეთის ფედერაციიდან მუდმივად ისმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს წესი, იცით, არა „მოვისმენთ, მერე დავიჯერებთ“, არამედ „ვნახავთ და მერე დავიჯერებთ“. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან და სამხრეთის სამხედრო ოლქის და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილებმა უკვე დაიწყეს მანქანების დატვირთვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)