|
2022-02-15 14:07:53, 640 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - „ფეიკნიუსს“ იყენებენ სააკაშვილი და „ნაცმოძრობა“, მაგრამ მიზანს ვერ აღწევენ
„ფეიკნიუსის“ პირველი თვალსაჩინო მაგალითია, თითქოს უკრაინაში სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი იმ მიზნებს ვერ აღწევენ რაც „ფეიკს“ აქვს რადგან, 10% სიმართლეზეა დაშენებული 90-95% ტყუილი. „21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი, ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების გახლავთ „ფეიკნიუსი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს და ვერ აღწევენ იმ მიზნებს რაც „ფეიკს“ აქვს, 5-10% სიმართლე. ამ 10% სიმართლეზეა დაშენებული 90-95% ტყუილი. პირველი თვალსაჩინო მაგალითია დაზარალებული სააკაშვილი, თითქოს უკრაინაში სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. უკრაინულ კანონმდებლობაში არის 55-ე მუხლი, სადაც წერია, რომ თუკი ვინმე შეიტანს განცხადებას, თავად განცხადების შეტანის ფაქტია მისთვის დაზარალებული წოდების მომენტი და არა სტატუსი, რომელიც გამოძიების შედეგად დგინდება. “, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)