|
2022-02-15 12:29:24, 691 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჯაფარიძესა და ნათელაშვილზე - 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვთ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვთ. მისივე თქმით, ეს პარლამენტისა და საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობაა. „დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა გაიმართება. ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვს გაცდენილი. ჩემი აზრით, ეს, უპირველეს ყოვლისა, არის დემოკრატიული ინსტიტუტის - პარლამენტისა და საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემულობა. რა თქმა უნდა, მათ ეს საკითხი საკუთარ ამომრჩევლებთან უნდა გაარკვიონ, თუმცა, ვფიქრობ, და ამაში კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ 70 ანუ ყველა სხდომის გაცდენა, არის დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, უპატივცემულობა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ საკითხზე სხდომათა დარბაზში ვიმსჯელოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)