23:07 - 26 Jul, 2026
|
2022-02-14 19:45:20, 864 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი - უკრაინა NATO-ს წევრობისკენ მისწრაფებას, მაინც გააგრძელებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა თუ ზოგიერთი დასავლელი ლიდერის სკეპტიციზმისა, უკრაინა NATO-ში გაწევრიანების გზას არ გადაუხვევს. აღნიშნული განცხადებით, ვლადიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინის ელჩის ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის სიტყვითაც, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მზადაა „მოქნილი“ პოლიტიკა გაატაროს. „ბევრი ჟურნალისტი და ლიდერი მინიშნებებს აკეთებს, თითქოს შესაძლებელია, უკრაინამ არ გარისკოს და ალიანსში სამომავლოდ გაწევრიანების საკითხი აღარ განიხილოს. ეს რისკი კი, მათთვის რუსეთის რეაქციასთანაა ასოცირებული. მე მჯერა, რომ ჩვენ NATO-ში გაწევრიანების არჩეული გზა უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ. ამბავს BBC News ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)