|
2022-02-12 00:18:33, 868 ნახვა
მსოფლიო
სალივანი ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ უკრაინა
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24-დან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახლა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრით მოითხოვს". – თქვა სალივანმა პრესკონფერენციაზე. მანამდე, უკრაინის დატოვებისკენ აშშ-ის მოქალაქეებს თავად პრეზიდენტმა ბაიდენმაც მოუწოდა. მან თქვა, რომ რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხე არსებობს და უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედროების გამოყენებით ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია შეუძლებელი იქნება, რადგან თუ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთის მიმართ ცეცხლს გახსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)