|
2022-02-08 12:11:42, 579 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - ვერ ვხედავთ მიზეზს, ვუპასუხოთ აშშ-ის იდეებს ახალ სანქციებთან დაკავშირებით
რუსეთი ვერ ხედავს მიზეზს, უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების იდეებს ახალ სანქციებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრე პანკინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „დიდი ხანია ყველასთვის ნათელია, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა დაკარგეს შეხება რეალობასთან, ისინი ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ საკუთარი ფობიების სფეროში, ახორციელებენ ობსკურანტისტულ გეგმებს რუსეთის შეკავების ყველა ფრონტზე ნებისმიერი მიზეზით და მიზეზის გარეშე“, - განაცხადა დიპლომატმა ინტერვიუში. ცნობისთვის, იანვრის ბოლოს აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პროექტი წარადგინა. კერძოდ, ის ითვალისწინებს ზომებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის, მოპოვების ინდუსტრიის, მინიმუმ სამი ფინანსური ინსტიტუტის, სახელმწიფო ვალის, პრეზიდენტისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)