|
2022-02-07 17:01:39, 675 ნახვა
საზოგადოება
ვილნიუსის გამოფენაზე აჭარაში მოგზაურობის შესახებ მაღალი ინტერესია
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვილნიუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. - ამის შესახე ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ,,Adventure 2022’’-ზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების მიმართ ინტერესი იყო მაღალი. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი. "ლიეტუვა აჭარისთვის სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2016 წლიდან მიმდინარეობს. აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები არაერთ ცნობილ ლიეტუვურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა. მზარდია ლიეტუველების ინტერესი აჭარაში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობის შესახებ, რაზეც ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული ჩარტერული რეისებიც მეტყველებს. 2019 წლიდან, ჩარტერები ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სრულდება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)