|
2022-02-07 10:42:59, 781 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ გადავდგათ საჭირო ნაბიჯები - პასუხი იქნება ერთიანი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გერმანია მზადაა, მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას. როგორც გერმანიის კანცლერმა Washington Post-თან ინერვიუში განაცხადა, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს საფრთხე დაემუქრა, გერმანიის მთავრობა საკითხს ძლიერად დაუდგება. „ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება აშშ-ის მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან ძლიერები, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს. გთხოვთ, გაიგოთ, რომ მე არ შევეხები რაიმე კონკრეტულს, მაგრამ ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“, - განაცხადა კანცლერმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)